ახალი ამბები

მოხარულნი ვართ, რათა მოგვეცა საშუალება გაგვეზიარებინა თქვენთვის ასეთი კარგი ინფორმაცია: მაისში, საქართველოში პოლონური კინოფესტივალის "ვისლას" მეოთხე გამოცემა გაიმართება! წელს პოლონური კინემატოგრაფიის ფესტივალს ქუთაისში ავღვნიშნავთ. ჩვენებები კინოთეატრ "საქართველოში" 26 მაისს დაიწყება.

მომზადებულია პროგრამა, რომელიც იმედია მოეწონება ჩვენს ქართველ მაყურებელს. უცვლელად ვამახვილებთ ჩვენს ყურადღებას რეპერტუარის მრავალფეროვნებაზე, მაშასადამე როგორც დრამის, ისევე კომედიის მოყვარულებს ექნებათ საშუალება ამოირჩიონ საკუთარი თავისთვის შესაბამისი ფილმები. საქართველოში წლევანდელ „ვისლას“ ფესტივალზე წარმოგიდგენთ კონრად აქსინოვიჩის დრამას „დაბრუნება იმ დღეებში“. 14 წლის ტომეკის მამა (მთავარ როლში მაჩეი შტუჰრ) აშშ-დან წლების ემიგრაციის შემდეგ ბრუნდება ვროცლავში, სადაც მისი ალკოჰოლიზმის გამო ოჯახი ინგრევა. ასევე საყურადღებოა გდინიას ფესტივალზე დაჯილდოვებული იან პ.მატუშინსკის ფილმი „კვალი რომ არ დარჩეს“. კომუნისტური რეჟიმის წარმომადგენლები ცდილობენ სასწრაფო დახმარების მუშაკებს დააბრალონ მილისიელების ცემის შედეგად დაღუპული გჟეგოჟ პშემიკის სიკვდილი. ჩვენს რეპერტუარში ასევე შედის მაჩეი პიეპჟიცას ფილმი. "იკარუსი. მიეტეკ კოშის ლეგენდა”, რომელმაც მოიპოვა „ვერცხლის ლომები“ და ჯილდო დავიდ ოგროდნიკის მთავარი როლისთვის გდინიაში გამართულ პოლონეთის 44-ე კინოფესტივალზე და გაიმარჯვა 2020 წელს „არწივების“ საუკეთესო ჟღერადობისა და საუკეთესო მუსიკის კატეგორიაში. ეს არის ჯაზის ფორტეპიანოს ვირტუოზის - მიეტეკ კოშის რეალური მოვლენებით შთაგონებული ისტორია. პიანისტმა გაიმარჯვა პრესტიჟულ მონტრეს ჯაზ ფესტივალზე, მაგრამ პოლონეთის პროვინციიდან გამორჩეულ გენიალურ ბიჭს ამით ბედნიერება არ შემოემატა.

გარდა დრამებისა, ჩვენ გვექნება სიამოვნება წარმოგიდგინოთ დარია ვოშეკის ტრაგიკომედია „ღვთისმშობლის ფიგურები“, რომელმაც 2020 წელს კრაკოვში OFF CAMERA-ს ფესტივალზე მაყურებლის ჯილდო მოიპოვა. რეპერტუარში კომედიაც იქნება. ქორწილის დროს ორი სამყაროს დაპირისპირებას ვიხილავთ იაკუბ მიხალჩუკის ფილმში „ნათესავები“. დედამთილ-მამამთილის და სიდედრ-სიმამრის როლები შეასრულეს: მაია ოსტაშევსკა, მარჩინ დოროჩინსკი, იზაბელა კუნა და ადამ ვორონოვიჩი.

პროგრამაში ნახავთ მარიუშ ვილჩინსკის უახლეს ანიმაციას „მოკალი ეს და წადი ამ ქალაქიდან“, რომელმაც 2020 წელს გდინიაში 45-ე პოლონურ კინოფესტივალზე მთავარი პრიზი მიიღო. ფილმი 14 წლის განმავლობაში იქმნებოდა და წარმოადგენს რეჟისორის სრულმეტრაჟიან დებიუტს. ეს არის ისტორია გმირზე, რომელიც საყვარელი ადამიანების დაკარგვის შემდეგ სასოწარკვეთილებისგან გაქცეული, იმალება მოგონებების უსაფრთხო სამყაროში, სადაც დრო ჩერდება და ყველა მისი საყვარელი ადამიანი ცოცხალია. წლების განმავლობაში ქალაქი მის წარმოსახვაში ვითარდება. ერთ დღეს დაუპატიჟებლად ქალაქში ჩამოდიან ლიტერატურიდან და მულტფილმებიდან ცნობილი ბავშვობის გმირები და კერპები, რომლებიც სამუდამოდ ახალგაზრდები არიან მომავალი თაობების გონებაში. როდესაც ჩვენი გმირი აღმოაჩენს, რომ ყველა დაბერდა და მარადიული ახალგაზრდობა არ არსებობს, ის გადაწყვეტს რეალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

წელს ჩვენ აღვნიშნავთ გამოჩენილი პოლონელი რეჟისორის, იერჟი კავალეროვიჩის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს. მისი შემოქმედება არ იფარგლება ერთი ტენდენციით და სტილით. ამასთან დაკავშირებით გვინდა წარმოგიდგინოთ მისი ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი სათაურით "მატარებელი". ეს არის თანამედროვე მელოდრამა კრიმინალური ფანტასტიკის ელემენტებით, „პოლონური კინოსკოლის“ თვისებებით, თუმცა გადაღებულია პათოსისა და ზედმეტი დრამატიზაციის გარეშე.

სრულმეტრაჟიანი ფილმების გარდა, პროგრამაში ასევე შედის ლოძის კინოსკოლის სტუდენტების მოკლემეტრაჟიანი ფილმების ბლოკი "ნავით ვისლაზე". ეტიუდებს შორის წარმოდგენილია ფილიპ ბოიარსკის „ოპუს მაგნუმი“ და ზუზანა გრაიცევიჩის „ვენერა ვილენდორფიდან“.

გთხოვთ თვალყური ადევნოთ ჩვენს ვებგვერდს www.festiwalwisla.pl ასევე პროფილს ფეისბუქზე (Polish Film Festival "Vistula"/ Festiwal "Wisła") და ინსტაგრამზე (vistula_festival), სადაც მუდმივ რეჟიმში ვაშუქებთ ყველა ჩვენს ღონისძიებას. შევხვედრამდე კინოთეატრებში!

wisła

ფესტივალის დირექტორი

მალგოჟატა შლაგოვსკა-სკულსკა
malgorzata@ear.com.pl

პროექტის მენეჯერი

Anastazja Moshkovska
festiwal@ear.com.pl

პროგრამის კორდინატორი

როკსანა პიეტრუჩანის
roksana@ear.com.pl

ტელეფონი

+48 22 523 41 18