რას ნიშნავს ჩვენი ფესტივალის სახელი? „ვისლა“ პოლონური მდინარეების დედოფალია!

პოლონეთის ყველაზე გრძელი მდინარე - ვისლა - სათავეს იღებს ქვეყნის სამხრეთით მდებარე მთებში. მისი წყაროები: ბიალა ვისელკა და ჩარნა ვისელკა მდებარეობენ ქალაქ ვისლას მახლობლად, ბარანია გორაზე (1107 მ ზღვის დონიდან) სილეზიის ბესკიდებში. მცირე წყაროები დიდ მდინარედ იქცევა, რომელიც მიედინება 75 ქალაქში, მათ შორის ყველაზე დიდ პოლონურ ქალაქებში: კრაკოვი, ვარშავა, ტორუნი, პლოცკი, ბიდგოშჩი და გდანსკი. 1000 კმ-ზე მეტი სიგრძის მდინარე მიედინება პოლონეთის ჩრდილოეთისკენ ბალტიის ზღვამდე.
ვისლა ევროპის ერთ-ერთი ბოლო "ველური" მდინარეა და მრავალი სახეობის თევზისა და ფრინველის საცხოვრებელი, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი იმისა, რის გამოც იგი პოლონურობისა და ეროვნული იდენტობის სიმბოლოდ იქცა. მის ირგვლივ საუკუნეების მანძილზე შენდებოდა ქალაქები, მუშავებდემოდა მიწა. მდინარე ასევე სატრანსპორტო ფუნქციას ასრულებდა. საქონლის მდინარეზე ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ მეტივეები და გლეხები, ვისთვისაც ეს იყო დამატებითი, სეზონური სამუშაო. წლების განმავლობაში მათ შეიმუშავეს საკუთარი ადათ-წესები და ლექსიკა.
ვისლა მდინარეებითა და არხებით უკავშირდება: ოდრას, ნემანს და დნეპრს. 2008 წლიდან ვარშავაში იმართება „ვისლას დღესასწაული“, რომელიც წარმოადგენს ღონისძიებას წყალზე, რომლის მიზანია წყლის აქტივობის ყველა ფორმის პოპულარიზაცია. რამდენიმე წელია იმართება ყოველწლიური ღონისძიება - სამეფო გასეირნება ტივით ვისლაზე მდინარე პჟემსას შესართავიდან გდანსკამდე. საზოგადოებრივი კომიტეტის ინიციატივით, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმმა 2017 წელი მდინარე ვისლას წლად გამოაცხადა.



wisła

ფესტივალის დირექტორი

მალგოჟატა შლაგოვსკა-სკულსკა
malgorzata@ear.com.pl

Specjalista ds. Projektu

Yana Nechai
Yana@nowaprzestrzen.com

პროგრამის კორდინატორი

როკსანა პიეტრუჩანის
roksana@ear.com.pl

ტელეფონი

+48 22 523 41 18