ღვთისმშობლის ფიგურები

ჟანრი: ტრაგიკომედია
რეჟისორი: დარია ვოშეკ
სცენარი: სილვესტრ პიეხურა, დარია ვოშეკ, ალექსანდრა შვიერკ
ოპერატორი: მიხალ პუკოვიეც
მუსიკა: მარჩინ მაცუკ
მონტაჟი: აგატა მარჩინიაკ, აგნიეშკა გლინსკა
სცენოგრაფია: ალიცია კაჟიმიერჩაკ
პროდიუსერები: მარჩინ ლეხ, იან პავლიცკი, დაგმარა მოლგა
მწარმოებელი: სტუდია იუსტჟენკა - Studio Jutrzenka
წელი: 2020
ხანგრძლივობა: 75 წთ.

როლებში: გრაჟინა მიშიოროვსკა, ჰელენა სუეცკა, სილვესტერ პიეხურა, იანუშ ხაბიურ, მაგდალენა კოლეშნიკ

ფილმის მთავარი გმირი 50 წლის მარიაა, რომელიც ძირითადად დროს ატარებს ღვთისმშობლის ფიგურებით სავსე ბინაში, ეწევა სიგარეტს, სვამს მარტინს, კითხულობს ვნებიან რომანებს და აბაზანას ღებულობს სანთლის შუქზე. დღის დანარჩენ დროს ქალი ადგილობრივ სუპერმარკეტში ატარებს, სადაც მუშაობს. მისი რუტინა დროდადრო წყდება, როდესაც მასთან მოულოდნელად და ქაოტურად მისი დისშვილი ელენა სტუმრობს. ის მარიამთან მოდის, როდესაც მას სამყარო ბეზრდება და ტკივილს აყენებს. ასე ემალებიან სამყაროს ღვთისმშობლის ფიგურებით. ეს ერთფეროვნება მთავრდება მაშინ, როდესაც მარია იწყებს ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას, რომელიც გასაოცარ, მშფოთვარე და გარკვეულწილად მხიარულ გავლენას ახდენს მასზე და მის გარშემო მყოფებზე.

ჯილდოები:
2020 მონრეალი (Fantasia International Film Festival)- მთავარი ჯილდო კონკურსში Cheval Noir
2020 მონრეალი (Fantasia International Film Festival)- რეჟისორის ჯილდო კონკურსში Cheval Noir - დარია ვოშეკ
2020 მონრეალი (Fantasia International Film Festival)- ჯილდო ქალის საუკეთესო როლისთვის კონკურსში Cheval Noir - გრაჟინა მიშიოროვსკა
2020 კრაკოვი (დამოუკიდებელი კინოს საერთაშორისო ფესტივალი"Off Camera") - მაყურებლის ჯილდო
2020 გიჟონი (Festival Internacional de Cine de Gijón) - Grand Prix
2020 გიჟონი (Festival Internacional de Cine de Gijón) - სამსახიობო ჯილდო - გრაჟინა მიშოროვსკა
2021 მოსკოვი ("ვისლა" პოლონური კინოფესტივალი) - მე-3 პრიზი "ქალურობისთვის, რომელიც იგებს ყველაფერს"
2021 კოშალინი (კოშალინის კინოდებიუტის ფესტივალი "ახალგაზრდობა და კინო")- ჯილდო ქალის როლისთვის "მომხიბლელობისთვის“ - გრაჟინა მიშოროვსკა
2021 კოშალინი (კოშალინის კინოდებიუტის ფესტივალი "ახალგაზრდობა და კინო") -player.pl და კინორეჟისორ ქალთა ასოციაციის ჯილდო
2021 კოშალინი (კოშალინის კინოდებიუტის ფესტივალი "ახალგაზრდობა და კინო") - სტუდიის კინოთეატრების ასოციაციის ჯილდო


maryjki maryjki maryjki maryjki maryjki maryjki maryjki


wisła

ფესტივალის დირექტორი

მალგოჟატა შლაგოვსკა-სკულსკა
malgorzata@ear.com.pl

Specjalista ds. Projektu

Yana Nechai
Yana@nowaprzestrzen.com

პროგრამის კორდინატორი

როკსანა პიეტრუჩანის
roksana@ear.com.pl

ტელეფონი

+48 22 523 41 18